კაცმა, რომელმაც მეზობელი მოკლა, თავი მოიკლა

2024-06-27 18:07:09

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში მკვლელობა მოხდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მეზობელმა 6 გასროლით მეზობელი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკველობასა და ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას ნიშნავს.