ავარია რუსთავში, ლეონიძის სკვერთან [video]

2024-06-27 17:57:50

რუსთავში, ლეონიძის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "ჰონდასა" და "ოპელის" მარკის ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა 2 ადამიანი. დაშავებულებს დახმარება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ადგილზე აღმოუჩინა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.