ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა.
ქვეითად მოსიარულე კაცს ავტომობილი შეეჯახა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს ერთი მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა, ხოლო მეორე დაშავებული.
დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.