ბათუმში, ზღვაში მოზარდი დაიხრჩო.
როგორც "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ზღვიდან ბიჭის ცხედარი მეხანძრე-მაშველებმა ამოიყვანეს.
მაშველებმა სამძებრო სამუშაოები მოზარდის წყალში გაუჩინარების შესახებ შეტყობინების საფუძველზე დაიწყეს.
როგორც "რადიო თავისუფლება" წერს, მოზარდი ბათუმელია და სავარაუდოდ, ზღვაში ცურავდა.