ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ემსხვერპლა

2023-06-14 11:17:13

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი მძიმედ დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, 35 წლამდე მამაკაცი კლინიკაში შეყვანამდე დაიღუპა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ახალ ბულვარში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტომობილი ორ ქვეითს დაეჯახა.

ადგილზე მობილიზებული იყო სამართალდამცავთა ეკიპაჟები.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები