2023-07-25 11:39:17
თურქეთის ცენტრალურ ნაწილში მიწისძვრა მოხდა.
ხმელთაშუაზღვის ევროპული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 5,5 მაგნიტუდა იყო.
მიწისძვრის ეპიცენტრი ადანას რეგიონში კოზანის დასახლებაა.
ჯერ-ჯერობით უცნობია, მოყვა თუ არა ნგრევა მიწისძვრას.