თურქეთში სტუდენტებით სავსე ავტობუსი ამოტრიალდა

2023-05-02 13:28:46

თურქეთის ქალაქ ბურსაში სტუდენტებით სავსე ავტობუსი ამოტრიალდა. ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 44 კი დაშავდა.

თურქული მედიის ცნობით, ავტობუსი ბარიერს შეეჯახა.

მომხდარის დროს ავტობუსში 47 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთა შორის 3 მათგანი მასწავლებელი იყო, ხოლო 2 მძღოლი.

სასწრაფო დახმარების მანქანამ დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანა.