2023-08-01 12:38:26
ქობულეთში, სოფელ კოხში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ხევიდან გადავარდა და მდინარეში ჩავარდა.
შემთხვევის დროს დაიღუპა ახალგაზრდა მამაკაცი, 4 მგზავრი კი დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა კლინიკაში გადაიყვანეს.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.