ავარიის დროს 9 ადამიანი დაშავდა

2022-08-26 18:57:20

ქობულეთის შემოვლით გზაზე, კინტრიშის გადასახვევთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვია.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს რამდენიმე მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.