ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთი პირი დაშავდა

2023-04-01 17:16:10

ქობულეთში, ავტობაზრობის ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, შემთხვევის დროს 26 წლის მამაკაცი დაშავდა.

როგორც "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, დაშავებული ახალგაზრდა ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.