ავარიას ქვეითი ემსხვერპლა

2023-07-14 16:00:56

თბილისში, კახეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 1 პირი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით არის აღძრული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს.