ავარიას რუსთავი-თბილისის გზაზე 19 წლის გოგო ემსხვერპლა

2023-11-07 11:20:43

ფონიჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 19 წლის გოგო დაიღუპა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, გოგონა გზას კვეთდა, რა დროსაც მას მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

როგორც ირკვევა, ავარიაში მონაწილე მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა პოლიციამ ის მალევე დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საინფორმაციო სააგენტოს განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც  ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები