რუსთავში ქორწილის ესკორტის ავტომობილი ქვეითს დაეჯახა [photo]

2023-11-15 00:09:26

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში, მეგობრობის გამზირზე.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ქორწილის ესკორტის ავტომობილი, "მერსედესის" მარკის Maybach-ის მოდელი, რომელშიც ნეფე-პატარძალი იმყოფებოდა, ქვეითს შეეჯახა.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც "ინფო რუსთავს" სამედიცინო დაწესებულების გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა, თეა გელაშვილმა განუცხადა, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად ფასდება.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

ძვირადღირებული ავტომობილი ევაკუატორმა საჯარიმო სადგომზე გადაიყვანა. წყვილს ქორწილში ალტერნატიული ავტომობილით მოუწია წასვლა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.


 

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები