რუსთავში ავტომობილი გადასასვლელთან მდგომ გოგოს შეეჯახა [video]

2023-12-30 23:13:17

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ორი ავტომობილი ერთმანეთს, შემდეგ კი ერთ-ერთი გაჩერებაზე მდგომ ახალგაზრდა გოგონას შეეჯახა.

არსებული ინფორმაციით ახალგაზრდებმა ტაქსის შეჩერაბა სცადეს და მძღოლს ხელით ანიშნის. ტაქსის მძღოლმა, რომელიც "ტოიოტას" მარკის ავტომობილს მართავდა და მესამე ზოლში მოძრაობდა გაჩერება სცადა, მარჯვნივ დაიწყო მოძრაობა რა დროსაც სავარაუდოდ მეორე ზოლში მოძრავ "მერსედესის" მარკის ავტომობილს დაეჯახა. "მერსედესის" მარკის ავტომობილის მძღოლმა კი სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის მარჯვენა მხარეს გადავიდა, ბორდიურზე ავარდა, დაეჯახა გადასასვლელთან მყოფ გოგონას, რის შემდეგაც საგზაო ნიშანი მოგლიჯა და გაზონზე გაჩერდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

18 წლის გოგოს სამედიცინო დახმარება ექიმებმა ადგილზე აღმოუჩინეს, მას შემთხვევის შედეგად მძიმე დაზიანებები არ მიუღია.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები