რუსთავში, მდინარეში 14 წლის ბიჭის ძებნის სამუშაოები გრძელდება

2023-06-29 13:37:03

რუსთავში, მდინარე მტკვარში 14 წლის მოზარდის სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

როგორც "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ძებნა-შველის ღონისძიებაში ჩართულია: "24-კაციანი მეხანძრე-მაშველების ჯგუფი 2 მცურავი საშუალებით. თბილისიდან, განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების ბაზიდან 6-კაციანი ჯგუფია დამატებით მობილიზებული და ასევე, ძიებაში ჩართულია 2 მყვინთავი".

შეგახსენებთ, გუშინ XIX მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარში მოზარდები საბანაოდ შევიდნენ, რის შემდეგაც ერთ-ერთმა უკან გამოსვლა ვეღარ მოახერხა. მოზარდს წყალში საღამოს 6 საათიდან ეძებენ.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები