ვაგნერის დაჯგუფებამ ვორონეჟზე კონტოლი დაამყარა

2023-06-24 11:16:35

ვაგნერის დაჯგუფების ინფორმაციით, მათ სამხედრო კონტროლი დაამყარეს ვორონეჟზეც.

ვაგნერის ხელმძღვანელის ევგენი პრიგოჟინის ცნობით, მათ კონტროლშია როსტოვი, სადაც შტაბბინაც მოაწყეს.

განცხადება გაავრცელა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, რომელიც ვაგნერის დაჯგუფების წევრებს მოუწოდებს, რომ დაუბრუნდნენ დისლოკაციის ადგილს და არ ჩაერთონ პროგოჟინის კრიმინალურ ავანტურაში.

კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინის მიმართვა გავრცელდება.

განვითარებული მოვლენების გამო მოსკოვში გაძლიერებული სამხედრო ზომებია მიღებული.

რუსეთის პროკურატურამ პროგოჟინის წინააღმდეგ საქმე აღძრა სამხედრო გადატრიალების მოწოდების ბრალდებით.

ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც ვაგნერის ხელმძღვანელის ევგენი პრიგოჟინის განცხადება გავრცელდა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებმა ვაგნერის ბანაკები დაბომბეს.

"ყველას, ვინც ეცდება წინააღმდეგობა გაგვიწიოს, ჩვენ ჩავთვლით, რომ საფრთხეა და დაუყოვნებლივ გავანადგურებთ. ყველას სიმშვიდის შენარჩუნებას გთხოვთ, პროვოკაციებს არ აყვეთ, საკუთარ სახლებში დარჩით. ჯარში სამართლიანობა იქნება აღდგენილი, და ამის შემდეგ კი სამართლიანობა მთელ რუსეთში…

შოიგუ ამ წამს გაიქცა როსტოვიდან, ლაჩრულად, როგორც ქალაჩუნა. ეს ნაძირალა შეჩერებული იქნება.

ჩვენ 25 ათასი ვართ და გასარკვევად მივდივართ, თუ რატომ ხდება ქვეყანაში გაურკვევლობა. 25 ათასი როგორც ტაქტიკური რეზერვი, ხოლო სტრატეგიული რეზერვი - ეს მთელი ჯარი და მთელი ქვეყანაა. ყველა, ვისაც გსურთ, შემოგვიერთდით. ბოლო უნდა მოვუღოთ ამ სისაძაგლეს”, - განაცხადა პრიგოჟინმა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები