უკრაინული მხარის ცნობით, სამხრეთ უკრაინაში, ხერსონის ოლქში რუსებმა კაშხალი დაბომბეს. [ვიდეო/video]
საუბარია „ნოვა კახოვკას“ ელექტროსადგურის კაშხალზე, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს აშენდა. მომხდარის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებში ვრცელდება, სადაც ჩანს, როგორ იტბორება მიმდებარე ტერიტორია.
აღნიშნულის გამო, რეგიონში მასობრივი ევაკუაცია გამოცხადდა.
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კახოვკას ელექტროსადგურის დამბის დაბომბვა მეტყველებს იმაზე, რომ რუსული ძალები ტერორის ყველა საშუალებას იყენებენ.
„ეს არის ეკოციდი“,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრი იერმაკმა.