ავარიას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

2023-06-16 19:46:46

სამეგრელოში, სოფელ რუხში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები არიან.

შემთხვევის შედეგად დაშავდა კიდევ ერთი პირი. როგორც "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ის კლინიკაში გადაიყვანა.

არსებული ინფორმაციით, "ოპელის" მარკის ავტომობილი გზიდან გადავიდა და ხევში გადაიჩეხა.

ადგილზე მუშაობდა საპატრულო და კრიმინალური პოლიცია და სამაშველო სამსახური.