მთელ რუსთავს წყლის მიწოდება ეზღუდება

2023-06-03 22:46:29

კომპანია ,,რუსთავის წყალი” წყლის დაწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"ლეჟბადინთან მდებარე წყალსადენის ქსელზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს, 3 ივნისს, 23:00 საათიდან  ხვალ დილის 06:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ქალაქ რუსთავს მთლიანად.

კომპანია “რუსთავის წყალი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის",- ნათქვამია განცხადებაში.