ავარიის შედეგად რუსთავში 4 ადამიანი დაშავდა [video]

2023-06-03 00:00:59

რუსთავში, ცურტაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "ტოიოტას" მარკის ტაქსი და "ლექსუსის" მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად 4 პირი დაშავდა, ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა კლინიკებში გადაიყვანეს.

ახლაგაზრდა მამაკაცი კლინიკა "რუსთავში" მოათავსეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს ორი 2 ახალგაზრდა ქალი და მცირეწლოვანი ბავშვი.

სამედიცინო დაწესებულების გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელის, თეა გელაშვილის თქმით, ისინი უკვე ბინაზე გაეწერნენ.

"ჩვენს კლინიკაში შემოყვანილი იქნა 2 ქალი და 3 წლის ბავშვი. მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, არ ჰქონიათ არანაირი სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები და სამივე მათგანი გაეწერა ბინაზე", - აცხადებს თეა გელაშვილი.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპოლიციო ეკიპაჟები.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები