შვილიშვილმა ბებიაზე სექსუალურად იძალადა

2021-04-26 00:01:18

თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 30 წლამდე ბიჭმა 80 წლამდე ბებიაზე სექსუალურად იძალადა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ბებიას რომ სხვისთვის არაფერი ეთქვა შვილიშვილმა სახლში ჩაკეტა.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, და 143, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, მუხლებით მიმდინარეობს.