თელავის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა.
35 წლამდე ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ამავე ასაკის მეორე მამაკაცი დაშავდა.