ავარიას 2 პირი ემსხვერპლა, 2 კი დაშავდა

2022-12-27 11:12:05

თელავის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო 2 კი დაშავადა.

დაშავებულები სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებით, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.