ხანძარს ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

2022-12-30 11:15:06

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში ხანძარს 40 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა.

ადგილობრივების თქმით, სახლს ხანძარი, სავარაუდოდ, სახურავიდან გაუჩნდა, რა დროსაც სახლში სამი ადამიანი იმყოფებოდა.

თავდაპირველად, ყველა მათგანმა დატოვა შენობა, თუმცა ერთ-ერთი უკან შებრუნდა და გამოსვლა ვეღარ შეძლო.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები. ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია.