თელავში 40 წლამდე ასაკის მამაკაცი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი ქარის გამო შეფერხებული ელექტროგადამცემი ხაზების შეკეთებას ცდილობდა, როცა მას დენმა დაარტყა.
როგორც "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟს მამაკაცი ელექტროტრავმის შედეგად გარდაცვლილი დახვდა.
საინფორმაციო სააგენტოს "ენერგო-პრო ჯორჯიაში" უთხრეს, რომ ტრანსფორმატორი, სადაც შემთხვევა მოხდა, კერძოა და მათ არ ეკუთვნით.