ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხეში უბედურ შემთხვევას 15 წლის ბიჭი ემსხვერპლა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" სოფელში მერის წარმომადგენელმა, ლევან ცინცაბაძემ განუცხადა, ბიჭს დენმა ავტომობილის რეცხვის დროს ე.წ. “კერხელის” ჩართვის შემდეგ დაარტყა.
დენის დარტყმის შემდეგ არასრულწლოვანი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა არასრულწლოვანი უკვე გარდაცვლილი იყო.