"დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორი"

2023-03-30 11:12:19

ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის თბილისში, ფონიჭალის რამდენიმე მისამართზე, სპეცოპერაცია ტარდება. 

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორი.

"გრძელდება უკომპრომისო ბრძოლა ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ. დღეს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, ფონიჭალაში, 4 ლოკაციაზე მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორი, ღონისძიება გრძელდება, სხვადასხვა სახით დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებებია ამოღებული. დარწმუნებული ვარ, დღის ბოლომდე, დაკავებულების რაოდენობა მინიმუმ, გაორმაგდება, დაკავებული არიან, როგორც მანდილოსნები, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც",  - აცხადებს კუპატაძე.

სპეცოპერაცია ასევე მიმდინარეობს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალშიც.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები