სპეცოპერაცია რუსთავში

2023-06-08 00:02:50

რუსთავში, შარტავას გამზირზე სპეცოპერაცია ჩატარდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ნაქირავებ ბინაში 40 წლამდე მამაკაცი დააკავეს.

როგორც საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია, საქმე, სავარაუდოდ, ნარკოდანაშაულს ეხება.

პარალელურად, სპეცოპერაცია ჩატარდა ფონიჭალაშიც. აღნიშნულ ლოკაციაზე იგივე ბრალდებით 40 წლამდე ქალია დაკავებული.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები