რამდენიმე საათიანი სპეცოპერაცია რუსთავის ცენტრალურ ქუჩაზე

2023-05-17 00:02:44

რუსთავში თოდრიას ქუჩაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რამდენიმე საათიანი სპეცოპერაცია ჩაატარა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, სუს-მა მძიმე დანაშაულის ბრალდებით 3 მამაკაცი დააკავა.

"ინფო რუსთავი" მომხდართან დაკავშირებით დეტალების დასაზუსტებლად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა, სადაც ამ დროისთვის კომენტარს არ აკეთებენ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები