ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

2023-03-16 19:56:52

ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის დროს სამი ადამიანი დაშავდა. როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, დაშავებულები რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.