ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩხორიასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე 2 ახალგაზრდა მამაკაცს დაეჯახა.
შემთხვევის დროს 25 წლის ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.