ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

2023-01-03 19:56:24

ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ორ პირს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი დაშავდა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

შემთხვევის დროს დაშავდა თავად ავტომობილის მძღოლიც.