თურქეთში ერთმანეთს 23 ავტომობილი შეეჯახა [video]

2023-03-06 13:56:42

კოჯაელის პროვინციაში, მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთმანეთს 23 ავტომობილი შეეჯახა. [ვიდეო/video]

ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალებები ავრცელებენ.

მათი ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილეობდა 13 მსუბუქი ავტომობილი, 3 ავტობუსი და სატვირთო ავტომობილები.

შემთხვევის დროს 11 ადამიანი დაშავდა, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები