"საელჩო აგრძელებს ინფორმაციის მოძიების პროცესს"

2023-02-22 17:47:32

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთში მიწისძვრის შედეგადად დაზარალებულების დასახმარებლად წასული ქართველი ახალგაზრდა, დანიელ ბულკაშვილის ნანგრევებში მოყვა და გარდაიცვალა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც დანიელ ბულკაშვილის გარდაცვალების ფაქტს, ამ ეტაპზე, ვერ ადასტურებს.

როგორც უწყებაში, ამ დროისთვის, თურქეთში საქართველოს საელჩოში აღნიშნული ფაქტის შესახებ არც თურქეთის ოფიციალური უწყებებიდან და არც საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრების მხრიდან შეტყობინება არ შესულა.

"საელჩო აგრძელებს თურქეთის შესაბამის უწყებებთან ინფორმაციის მოძიების პროცესს“,- აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები