ავარია მსხვერპლით დასრულდა

2023-02-13 18:37:44

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გუბში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ღობეს შეეჯახა.

ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები