ხონის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, 33 წლის კაცი ე.წ. სამხედრო დასახლებაში მოკლეს.
მკვლელობას სიტყვიერი და ფიზიკური კონფლიქტი უძღოდა.
არსებული ცნობით, ახალგაზრდას 2 სასიკვდილო ჭრილობა დანით მიაყენეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მომხდარზე 1996 წელს დაბადებული გ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.