ბანაკში 9 სტუდენტმა ინტოქსიკაცია მიიღო

2022-07-29 12:07:19

ხონში სტუდენტურ ბანაკში სტუდენტებმა ინტოქსიკაცია მიიღეს. სავარაუდოდ, მოწამვლა წყაროს წყლის მიღებას უკავშირდება.

ცხრა სტუდენტი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა ბანაკიდან ჯერ ხონის, შემდეგ კი ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც დაწესებულებაში საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს"  სამედიცინო დირექტორის მოადგილემ, ნანა გონგაძემ განუცხადა, მათთან 9 სტუდენტი შეიყვანეს, 7-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ, ჩაუტარდათ დეზინტოქსიკაცია და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ახალგაზრდებს კლინიკაში შეყვანისას აღენიშნებოდათ დიარია, ტემპერატურა და გულის რევა.

არსებული ინფორმაციით, ხონში ბანაკი „თავისუფალი უნივერსიტეტის“ მიერ მოეწყო.