მარნეულის ერთ-ერთ სოფელში შვილზე ძალადობისა და მასზე ქორწინების იძულების ბრალდებით მამა დააკავეს.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 15 წლის გოგონა სამართალდამცავებმა უკვე უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.
როგორც ირკვევა, მოზარდი გაუჩინარებული იყო. არასრულწლოვანი, რომელიც 3 დღის წინ დანიშნეს, სახლიდან 2 თებერვალს გაიქცა და მას პოლიციამ მიაკვლია.
საინფორმაციო სააგენტოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე და 126-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისთვის ქორწინების იძულებასა და ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს.