განქორწინების რეკორდული მაჩვენებელი რუსთავში

2023-03-01 13:48:44

ბოლო 30 წლის განმავლობაში 2022 წელს რუსთავში რეგისტრირებული განქორწინების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, გასულ წელს რუსთავში 485 წყვილი განქორწინდა, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

რაც შეეხება ქორწინებას, საქსტატის მონაცემებითვე, 2022 წელს 2016 წლის მერე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

გასულ წელს რუსთავში ოფიციალურად 886 წყვილმა იქორწინა.

2016 წელს - 822 ოფიცილურად რეგისტრირებული ქორწინება

2017 წელს - 780 ოფიცილურად რეგისტრირებული ქორწინება

2018 წელს - 808 ოფიცილურად რეგისტრირებული ქორწინება

2019 წელს - 810 ოფიცილურად რეგისტრირებული ქორწინება

2020 წელს - 504 ოფიცილურად რეგისტრირებული ქორწინება

2021 წელს - 730 ოფიცილურად რეგისტრირებული ქორწინება