საფრანგეთის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ ნანტიდან 10 თვის წინ გაუჩინარებული 30 წლის საქართველოს მოქალაქე მოკლული იპოვეს.
ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, სამართალდამცველებმა 30 წლის მამაკაცის ბურუსით მოცული გაუჩინარების საქმე გახსნეს. სულ დაკავებულია 6 პირი, რომელთაგან სამს ავტომობილის დაწვას, სამს კი განზრახ მკვლელობას ედავებიან.
ერთ-ერთმა დაკავებულმა პოლიციას გვამის ადგილმდებარეობაც მიუთითა. ექსპერტიზით დადგინდა, რომ მას მრავალი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.
19-დან 22 წლამდე ასაკის ექვსი ეჭვმიტანილიდან სამი ფრანგია, ერთი გერმანელი, ერთი რუსი და ერთიც ქართველი. სავარაუდო დამნაშავეებმა პოლიციას უკვე მისცეს აღიარებითი ჩვენებები.