საფრანგეთში ერთ-ერთ საწყობში აფეთქება მოხდა [video]

2023-01-17 14:29:55

საფრანგეთში, ქალაქ რუანის საწარმოო ზონაში ერთ-ერთ საწყობში აფეთქება მოხდა. [ვიდეო/video]

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქება კომპანია Bolloré-ის იმ საწყობში მოხდა, რომელშიც ათასობით ლითიუმის ელემენტი ინახებოდა.

მედიის ცნობით, შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე 110-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები