ანომალიური სიცხის გამო ევროპის 3 ქვეყანაში ტყის ხანძრები მძვინვარებს [video]

2022-07-16 19:49:54

ანომალიური სიცხის გამო საფრანგეთში, ესპანეთსა და პორტუგალიაში ტყის ხანძრები მძვინვარებს.[ვიდეო/video]

ცეცხლის ქრობას ხელს უშლის ძლიერი ქარიც.

BBC-ის ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთში ჟირონდის რეგიონში საცხოვრებლის დატოვება 12 000 ადამიანს მოუწია.

ხანძრის ათობით კერაა ესპანეთსა და პორტუგალიაში, სადაც ტემპერატურა 40 გრადუსამდე გაიზარდა. პორტუგალიაში ხანძრის ქრობის დროს თვითმფრინავის პილოტი დაიღუპა.

სამივე ქვეყანაში ცეცხლის კერების ჩასაქრობად ათასობით მეხანძრე მუშაობს.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები