ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [video]

2023-02-01 00:44:52

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, მეგობრობის გამზირზე ერთმანეთს "ოპელისა" და "ნისანის" მარკის ავტომობილები დაეჯახნენ, რის შემდეგაც "ნისანის" მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რკინის ჯებირები მოგლიჯა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

ავარიის გამო არავინ დაშავებულა.