კალიფორნიაში მასობრივი სროლის დროს 10 ადამიანი დაიღუპა

2023-01-22 16:16:32

ამერიკაში, კალიფორნიის შტატის ქალაქ მონტერეი პარკში, მასობრივი სროლის შედეგად სულ მცირე  10 ადამიანი დაიღუპა.

ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, სროლა იმ ადგილის სიახლოვეს მოხდა, სადაც ადამიანები ჩინურ ახალ წელს აღნიშნავდნენ.

ინციდენტი შაბათს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 22:20 საათზე მოხდა.

ლოს-ანჯელესის ოლქის შერიფის დეპარტამენტის განცხადებით, ეჭვმიტანილი მამაკაცია. უცნობია, არის თუ არა ეჭვმიტანილი დაკავებული.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები