6 რუსთაველი მოსწავლე სწავლას ამერიკაში გააგრძელებს

2023-04-01 13:38:44

ოცდამეცხრე წელია, რაც მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა “FLEX” შესაძლებლობას აძლევს ქართველ უფროსკლასელებს ისწავლონ ამერიკულ სკოლებში და იცხოვრონ ამერიკულ ოჯახებში.

პროგრამაში მთელი ქვეყნის მასშტაბით ასობით მოსწავლე  მონაწილეობს, მათ შორის რუსთავიდანაც.

ნელ-ნელა იმ მოსწავლეების შედეგების გამოქვეყნება დაიწყო, რომლებიც ფინალურ ეტაპზე გადავიდნენ და სწავლას ერთი წლით ამერიკაში გააგრძელებს.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავმა" გაარკვია იმ რუსთაველი მოსწავლეების ვინაობა, რომლებმაც პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად სამი რაუნდი წარმატებით გაიარეს და ვაშინგტონის დამოუკიდებელი კომისიის მიერ შეირჩნენ.

1. სალომე ხორბალაძე  - მე-2 საჯარო სკოლის მე-11 კლასელი

2. თაკო ეგნატაშვილი - მე-7 საჯარო სკოლის მე-10 კლასელი

3. ლიზი კუჭუხიძე - 21-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასელი

4. ნუცა ნოზაძე  - 24-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასელი

5. იაკო ლომია - 24-ე საჯარო სკოლის მე-10 კლასელი

6. ბარბარე გიორგობიანი - 25-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასელი

შედეგები ეტაპობრივად ქვეყნდება, ამიტომ შესაძლოა მონაცემები არ იყოს სრული.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები