ავტობუსის შეჯახების შედეგად ქვეითი გარდაიცვალა

2022-12-21 20:23:09

თბილისში, მოსკოვის გამზირზე ავტობუსის დაჯახების შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა. 

არსებული ინფორმაციით, 305 ნომერი ავტობუსი ფეხითმოსიარულეს დაეჯახა, რომელიც მიღებული მძიმე დაზიანებების გამო, კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

დამატებითი დეტალები უცნობია.