ავარიას მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

2022-12-10 11:45:00

ოზურგეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. გარდაცვლილი შუახნის მამაკაცია.

არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი ბორდიურს დაეჯახა, რის შედეგადაც, მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული.