ავტომობილი კურიერს შეეჯახა

2022-12-08 19:48:38

თბილისში, სააკაძის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, კურიერს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა, რომელიც მოპედს მართავდა.

დაშავებული კაცი კლინიკა "ჰელსიკორში" გადაიყვანეს.

ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული.