ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [photo]

2022-12-03 18:21:21

რუსთავში, კლდიაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "ტოიოტასა" და "ნისანი" მარკის 2 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.