1 გარდაცვლილი და 2 დაშავებული

2022-11-28 13:01:30

ზუგდიდში, მეზობელმა მეზობელს ბენზინი შეასხა. ადგილობრივების ინფორმაციით, 60 წლის მამაკაცი ქუთაისის დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა მძიმეა.

როგორც ირკვევა, 75 წლის კაცმა ბენზინი თავადაც გადაისხა, ის კლინიკაში გუშინ გარდაიცვალა. ასევე, კლინიკაში იმყოფება გარდაცვლილის ძმაც, რომელმაც მეზობლების გაშველების დროს დაზიანებები მიიღო.

როგორც ირკვევა, მეზობლებს შორის დავა ყოფით ნიადაგზე გაჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულ მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და ის წლების წინ შესაბამის დაწესებულებაში მკურნალობდა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.